სახელმწიფოს დაფინანსებით კიდევ ერთი საწარმო ამოქმედდა თერჯოლაში

პროგრამის – აწარმოე საქართველოში – ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო ამოქმედდა.

15 ათასი ლარის ინვესტიციის შედეგად თერჯოლაში პარკეტის ახალი საწარმო გაიხსნა და პარკეტისა და სხვადასხვა ხის მასალის წარმოება დაიწყო.

ახალ საამქროში 6 ადამიანია დასაქმებული. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ეს ობიექტი ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი – 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა კვლავ პრობლემად რჩება
შემდეგი სტატიაომარ ნიშნიანიძე – პრეზიტენდის შენიშვნების ნაწილი გავითვალისწინეთ