სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტში მოუსმენენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს საქმიანობის ამსახველი ანგარიში წარუდგინა. ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელიც აღნიშნული სამსახურიდან, მისი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ხელმოწერით საკანონმდებლო ორგანოში შევიდა.

ანგარიშს საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, უსაფრთხიების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია წარადგენს. პლენარულ სხდომაზე კი, დეპუტატები ვახტანგ გომელაურის მისვლას ელოდებიან.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, სუს-ის ანგარიშის განხილვა მიმდინარე კვირის ფარგლებში დაიგეგმა. კერძოდ, ხვალ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას გამართავს. ანგარიშის განხილვას ფრაქციის ან უმცირების ფორმატში გეგმავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. მათ შემდეგ შემაჯამებელ სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჩაატარებს.

წინასწარი ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურს პლენარულ სხდომაზე 1-ელ აპრილს მოუსმენენ.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონის გათვალისწინებით, სამსახურის უფროსი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ გურიაში ყალბი ფულის დამზადება-გასაღებისთვის 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატია( video)არ ჯდება არანაირი ეთიკის და ნორმის ფარგლებში