“სახელმწიფო სტრატეგია მრავალშვილიანობის სტიმულირებისკენ მივმართეთ,”- პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

პრემიერმინისტრმა მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარგენისას დემოგრაფიულ საკითხზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დემოგრაფიულ საკითხებზე სპეციალური სამთავრობო კომისიაა შექმნილი.

“დემოგრაფიული სიტუაციიდან გამომდინარე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით სახელმწიფო სტრატეგია მრავალშვილიანობის სტიმულირებისკენ მივმართეთ. რეგიონებში, სადაც სახეზე გვქონდა უარყოფითი დემოგრაფიული ბალანსი ყოველ მესამე შვილზე ოჯახი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას იღებს. დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში 200 ლარს შეადგენს, ხოლო ბარში 150 ლარს. ასევე მიმდინარეობს პროგრამა ძლიერი რეგიონი-ძლიერი საქართველო, რომლის ფარგლებში რეგიონების პოტენციალის, ბუნებრივი კაპიტალური რესურსების შესწავლა შესწავლა მიმდინარეობს,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ბოლო სამ წელიწადში უმუშევრობა შემცირდა 2.6 პროცენტით”, – პრემიერი
შემდეგი სტატია“ჩვენი მიზანი იყო სულის მოთქმის შესაძლებლობა მიგვეცა გაჭირვებაში მყოფი სოფლის მოსახლეობისთვის,”