სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, შრი-ლანკის ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შრი-ლანკის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1989 წელს დაბადებული თ.ს და 1986 წელს დაბადებული ს.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა და ერდორანმა ალეპოში ცეცხლის შეწყვეტაზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიასაპატრიარქოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება