პაატა ზაქარეიშვილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე 26 მაისს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის სხდომაზე ისაუბრებს.
სახელმწიფო მინისტრი ვერაფერს ამბობს, გადმოეცმეა თუ არა ქართულ მხარეს ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ქართულ მხერს ამ დრომდე არ დაუდასტურებია.