“სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გია ცერცვაძე რუსეთს არ გადაეცეს”- სესიაშვილი

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გია ცერცვაძე რუსეთს არ გადაეცეს

”ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს დაცული და ყველა ვგულშემატკივრობთ ამ ადამიანს, რომ არ მოხდეს მისი ექსტრადირება. განსხვავება ჩვენსა და ოპოზიციას შორის არის ის, რომ ამ თემით ოპოზიცია სპეკულირებს და ისტერიკებს აწყობს მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა გვქონდეს საერთო ინტერესები და ამ ინტერესებით უნდა ვმოქმედებდეთ. ჩვენი ხელისუფლების ინტერესია, რომ ის ადამიანი დავიხსნათ რუსეთში ექსტრადირებისგან. ოპოზიციის ინტერესი კი არის, რომ ზედმეტად იყაყანონ, რათა წარმოაჩინონ ისე, თითქოს თავად სურთ ბატონი ცერცვაძე არ გადაეცეს რუსეთს და ”ქართულ ოცნებას” პირიქით უნდა. ეს არის არასწორი, არაეთიკური დამოკიდებულება კოლეგების მიმართ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ადამიანი არ გადაეცეს რუსეთს”- აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.
რაც შეეხება იმ პრეტენზიებს, რომელიც უკავშირდება მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებას დეპუტატი ირწმუნება, რომ “ეს ყველაფერი ეფუძნება ყველა იმ სამართლებრივ ნორმას, რომელიც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და ინტერპრეტაციებით. სხვა ნებისმიერი სპეკულირება არის პოლიტიკური სპეკულაცია ამ თემაზე”.
დეპუტატმა უმცირესობის განცხადებას, რომ ისინი თავდებში უდგებიან გია ცერცვაძეს, პოლიტიკური პიარსვლა უწოდა.
“ჩვენთვის გაცილებით მეტ ინტერესს წარმოადგენს, ეს ადამიანი იყოს დაცული, ვიდრე პოლიტიკური პიარსვლები“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგია ცერცვაძე აგვისტოს ომის დეტალებს იხსენებს – ინტერვიუ РЕН ТВ-სთან
შემდეგი სტატიამართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქში ჩატარებასთან დაკავშირებით, შსს-მ სპეციალისტებთან კონსულტაციები დაიწყო