„სახელმწიფო ერთი კარის პრინციპზე უნდა გადავიყვანოთ“

„ეროვნული ფორუმის“ ლიდერ კახა შარტავას განცხადებით, „სახელმწიფო უნდა გადავიყვანოთ ერთი კარის პრინციპზე, სადაც უკანა კარი და სხვა შესაძლებლობები არ არსებობს“.

 

„აუცილებელია, შიდასახელისუფლებო რგოლების ტრასფორმაცია, რესტუქტურიზაცია და ა.შ. ამ პროცესის გარეშე, სამართლინობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ქვეყანაში უამრავი უკანა კარია, სადაც პრივილეგირებული პირები შედიან და თავიანთთვის სასარგებლო შედეგით გამოდიან. ამ დროს, რიგითი მოქალაქე შედის ოფიციალურ კარში და ხელცარიელი გამოდის. სახელმწიფო უნდა გადავიყვანოთ ერთი კარის პრონციპზე, სადაც უკანა კარი და სხვა შესაძლებლობები არ არსებობს“, – აცხადებს კახა შარტავა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ეროვნულმა ფორუმმა“ 3 აპრილს  კოალიცია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობის მიღებას.
banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი ჩაინიშნა
შემდეგი სტატიათბილისის მერია უწყების თანამშრომლებს მოუწოდებს, დაკავებული თანამდებობები ბოროტად არ გამოიყენონ