სახელმწიფო დეპარტამენტმა აღიარა, რომ ირანისთვის გადაცემულმა 400 მილიონმა ამერიკელი პატიმრების გათავისუფლებას შეუწყო ხელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღიარა, რომ ირანისთვის 400 მილიონი დოლარი ნაღდი ფულის გადაცემამ ხუთი ამერიკელი პატიმრის გათავისუფლებას შეუწყო ხელი. ამასთან, უწყების ოფიციალური წარმომადგენელი ჯონ კირბი აღნიშნავს, რომ ფულის გადაცემისა და გათავისუფლების შესახებ შეთანხმებები ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებული არ ყოფილა. თუმცა კირბიმ აღიარა, რომ ფულის მიწოდება არ მოხდა მანამ, ვიდრე ამერიკელებმა ირანი არ დატოვეს.

ირანში დაკავებული აშშ-ის ხუთი მოქალაქე იანვარში შვიდი დაკავებული ირანელის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. იმავე დღეს, ვაშინგტონმა თეირანს 400 მილიონი დოლარი გადასცა. ამ ფაქტმა რესპუბლიკელების აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ირანისთვის გამოსასყიდის გადახდაში დაადანაშაულეს.

თეთრი სახლი გამოსასყიდის გადახდას უარყოფს. ხელისუფლების მტკიცებით, ფულის გადახდა ირანთან ჯერ კიდევ 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე წარმოქმნილი ფინანსური დავის ფარგლებში მოხდა.

თუმცა The Wall Street Journal-ის სტატიაში ნათქვამია, რომ ფულს გადახდა ამერიკელი პატიმრების ბედზე იყო დამოკიდებული. კირბიმ ამ ორ მოვლენას შორის კავშირი აღიარა, თუმცა სიტყვა “გამოსასყიდი” არ უხსენებია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – ჩემი ოჯახის წევრზე გაკეთებულმა განცხადებამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო
შემდეგი სტატია,, თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანება 2023 წლისთვის სურს”