სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ჯონ კერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ავრცელებს

keriaამერიკის შეერთებული შტატების სახელმწფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც სახელმწიფო მდივნმა ჯონ კერიმ თბილისში, ოპოზიციის წარმომადგენლებთან დღეს გამართულ შეხვედრზე გააკეთა.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ოპოზიციის წევრებს საქართველოში, რომელიც არის გულმხურვალე და აქტიური დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ეყრდნობა ოპოზიციასა და პროცესის პატივისცემას. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საპარლამენტო არჩევნები ყველა თქვენგანის სურვილის გამო, რომელიც ევროპული ინტეგრაციის სწრფავას გულისხმობს. მოგიწოდებთ, გააგრძელოთ თავდაჯერებულად და მკაფიოდ რეფორმებისკენ სვლა, სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი არჩევნებით ყველამ იამაყოს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ძალისხმევით, ეს შესაძლებელია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე კვლავ განათლების სამინისტროში ბრუნდება
შემდეგი სტატიაFox News-მა გამოაქვეყნა ბარაკ ობამას ახალგაზრდობის დროინდელი ფოტოები