სახელმწიფო დეპარტამენტი მომავალ პრეზიდენტს რუსეთთან მიმართებაში რჩევას აძლევს

სახელმწიფო დეპარტამენტი მომავალ პრეზიდენტს რუსეთთან მიმართებაში რჩევას აძლევს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარატმენტმა მომავალ პრეზიდენტს ურჩია ურთიერთობა „ორმხრივ პროგნოზზე“ ააგოს. ასეთი განცხადება გააკეთა შეიარაღებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების კონტროლის თავმჯდომარის მოადგილემ როუზ გატემიულერმა.
„ჩვენ რუსებთან ბევრი გაურკვევლობა გვაქვს, მაგრამ იმ სფეროებში, სადაც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებია, მათთან ეფექტურად უნდა ვითანამშრომლოთ. ეფექტური თანამშრომლობა კი არის ის, როცა ურთიერთობა ორმხრივად პროგნოზირებადია ძირითადი ნიშნის გათვალისწინებით“ – განაცხადა მან.
19 აპრილს აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა რუსეთს „რაკეტებიანი ბანგლადეში“ უწოდა. მას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარია ზახაროვამ უპასუხა და განაცხადა, რომ „რუსეთი საკმაოდ ამაყია იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის კისერზე იარსებოს“.

banner
წინა სტატიაშიგაერო: დევნილების ბანაკის დაბომბვა სამხედრო დანაშაულია
შემდეგი სტატიათამარ ლალიაშვილი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს 90-იან წლებში ზვიად ძიძიგურის სიკვდილით დასჯას მხარს უჭერდა