სახელმწიფო დეპარტამენტი ერდოღანის განცხადებას ტერორისტების მხარდაჭერის შესახებ სასაცილოს უწოდებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო თურქეთის პრეზიდენტის ბრალდება სირიაში ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარდაჭერის შესახებ და მათ სასაცილო უწოდა.
შიდაპოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა განაცხადა, რომ მსგავს ბრალდებებს საფუძველი არ გააჩნიათ.
გარდა ამისა, ტონერმა უარყო რუსეთის ბრალდება იმის შესახებ, რომ აშშ სირიელ ამბოხებულებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს აწვდის. “ჩვენ მსგავსს არაფერს ვაწვდით სირიის ოპოზიციას. ჩვენ უკვე გავიგეთ მსგავსი ბრალდებები, ჩვენი პოზიციები საზენიტო-სარაკეტო სისტემებთანმ დაკავშირებით არ შეცვლილა – ჩვენ ღრმად ვართ შეწუხებული იმით, რომ მსგავსი ტიპის იარაღი, შესაძლებელია, სირიაში მოხვდეს” – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა – წერს  “ბიბისი”.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, თურქეთს იმის დამამტკიცებელი საბუთები გააჩნია, რომ აშშ და კოალიცია სირიაში ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, მათ შორის “ისლამურ სახელმწიფოს” ეხმარებოდა.

banner
წინა სტატიაშირუსული თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე მეორე თვითჩამწერიც იპოვეს
შემდეგი სტატიაათობით ათასმა მიგრანტმა გერმანია ნებაყოფლობით დატოვა