სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებებზე წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა იკრძალება

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე, პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა იკრძალება. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება.

ეს არის ერთ-ერთ იმ აკრძალვათა შორის, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე ამოქმედდა.

როგორც საარჩევნო კანონმდებლობაშია ნათქვამი, ამ დღიდან პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები.

ამასთან, “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: – საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა).

გარდა ამისა, იკრძალება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება.

banner
წინა სტატიაშიძალაში შევიდა აკრძალვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებასთან დაკავშირებით მოქმედებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – რუსულმა მხარემ დახმარების მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ეს დახმარება საჭირო არ არის