სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს ცესკოსთვის 34 371 400 ლარია გამოყოფილი

ცესკოს საინფორმაციო განცხადება წყალტუბოში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით

ceeskoსაქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი [ხარჯთაღრიცხვა] განსაზღვრა.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს ცესკოსთვის 34 371 400 ლარია გამოყოფილი, საიდანაც არჩევნების ჩატარების ღონისძიებებში 27 220 700 ლარი დაიხარჯება [აქედან 17 863 600 ლარი კომისიის წევრთა ხელფასებს მოხმარდება].

ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 979 100 ლარი დაიხარჯება არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებაში; 1 981 100 ლარია გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის; ხოლო 4 190 500 ლარი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებას მოხმარდება.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა პარიზი გერმანიაში “გადაიტანა”
შემდეგი სტატიადავით კირკიტაძე კალაძის წინააღმდეგ-ვისი ხელწერა იკვეთება ირაკლი კირკიტაძის დაკავებაში