სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლევილის მამულის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ევრო გამოიყოფა

ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნა ათწლიანი გეგმა, რომლის განმავლობაშიც სახელმწიფო თავის ბიუჯეტში გაითვალისწინებს 5 მილიონამდე ევროს, რომ ათი წლის განმავლობაში ლევილის მამულში განხორციელდეს როგორც შატოს, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, მათ შორის იქნება ალბათ დამატებითი ახალი ნაგებობები, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი ფრანგული მხარის, პირველი რესპუბლიკის მეთაურების ოჯახების წარმომადგენელთა მოთხოვნაა. როგორც დუმბაძემ აღნიშნა, ამ დოკუმენტით ფაქტობრივად დასრულდა ქართული მხარის მიერ აღებული პასუხისმგებლობა.

„მოგეხსენებათ, 16 მაისს წარმოვადგინეთ დიდი დოკუმენტი, განკარგულება ლევილის მიმართულებით, ახლა წარმოჩნდა ეს გაწერილი სქემა და ჩვენ შემდგომ ნაბიჯად ველოდებით უკვე ამ ოჯახებისგან საქართველოსთვის მამულის დაბრუნების, გადმოცემის საბოლოო ხელმოწერას. მთავრობის რეკომენდაციაა, რომ ეს უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე და ფაქტობრივად ეს არის უკვე ფრანგული მხარის გადასაწყვეტი. პარალელურად მიდის მოლაპარაკებები საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ნოტარიატთან, დეტალების დაზუსტების დონეზე“- განაცხადა გელა დუმბაძემ.

banner
წინა სტატიაშითეთნულდზე საბაგიროს მშენებლობა გამარტივებული შესყიდვის წესით განხორციელდება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: მე პროგრამა არ გამაჩნია, თუმცა კარგად ვიცი რა ინიციატივების მხარდასაჭერად შევდივარ პარლამენტში