საყდრისის კომიტეტის წევრები ბიძინა ივანიშვილს სიცრუეში ადანაშაულებენ

საყდრისის კომიტეტის წევრები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მინიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას ეხმაურებიან, სადაც ექსპრემიერი ამტკიცებს, რომ საყდრისას მაღაროში ყველაფერი შესწავლილია, აღმოჩენილი ღირებული მასალა კი შენახულია. კომიტეტის წევრები ივანიშვილს სიცრუეში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ყოფილი პრემიერი ორი დღის წინ სატელევიზიო ინტერვიუს დროს ჩადენილი დანაშაულის გამართლებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა.საყდრისის კომიტეტში ამბობენ, რომ მაღაროში ყველაფერი ღირებული რეალურად განადგურდა. ამის დასტურად დღევანდელ ბრიფინგზე კომიტეტის წევრებმა ფოტომასალაც წარმოადგინეს.
„ბიძინა ივანიშვილის ცრუობს როცა ამბობს, რომ ძეგლი იყო ბოლომდე შესწავლილი, ცრუობს როცა ამბობს, რომ საყდრისიდან ყველაფერი ღირებული ამოტანილი და შენახულ იქნა. უნდა ითქვას, რომ თავად მაღარო იყო ყველაზე ღირებული. ივანიშვილი ცდილობს ფაქტების დამახინჯებით საყდრისის დაკნინებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მე მინდა გამოვეხმაურო მის განცხადებას მუზეუმთან დაკავშირებით, ბოლნისში მართლაც შენდება მუზეუმი, ეს არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, თუმცა ის არ არის უნიკალური მუზეუმი. დღემდე ვერ დავადგინეთ რა სახით უნდა უყოს საყდრისი ამ მუზეუმში წარმოჩენილი,“ – განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშისამცხე-ჯავახეთში უძველესი მესხური ჯიშების ვაზის გაშენება დაიწყო
შემდეგი სტატიააშშ და უკრაინა მილიარდი დოლარის ტრანშზე შეთანხმდნენ