სახალხო დამცველმა ზუგდიდში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ანგარიში წარუდგინა

სახალხო დამცველმა ზუგდიდში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამეგრელოსა და აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური უფლებების მდგომარეობასა და უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური ანგარიSი წარუდგინა.

უჩა ნანუაშვილმა ასევე სოფლების ხურჩის, ფახულანისა და წყოუშის მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„რეკომენდაციების ნაწილი ეხება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის ამბულატორიების აშენება–რეაბილიტაციას, ხიდებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას. თუმცა დიდი ნაწილი რეკომენდაციების ეხება უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას რადგან კვლავ აქტუალურია გადაადგილების თავისუფლების პრობლემა, დაკავებები გამყოფ ხაზზე რომელიც უკვე სისტემური ხასიათის არის. ოფიციალური მონაცემებით გასულ წელს 300 მეტი ადამიანი იყო დაკავებული. ხურჩის მოსახლეობა ასევე წლებია ითხოვს ზარალის კომპენსაციას. ცალკე რეკომენდაციას ვთავაზობთ ჩვენ სპეციალურ კომისიას რომელიც გამყოფ ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე მუშაობს. საუბარია იმაზე, რომ უნდა მოხდეს უფრო მეტი პროგრამის მომზადება და განხორციელება რომლის მიზანიც იქნება როგორც სოფლის მეურნეობის ასევე ზოგადად მოსახლეობისთვის დასაქმების ხელშეწყობა”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი : ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მიდიან მოქალაქეებთან და პირად მონაცემებს სთხოვენ
შემდეგი სტატიაკახეთში ღვინის კომპანიებს ყურძენი 9 ათასმა მევენახემ ჩააბარა