სახალხო დამცველმა ქართულ-აფხაზურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2017 წლის 1-3 მარტს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ქარულ-აფხაზურ შეხვედრაში, რომლის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის განხილვა.

შეხვედრას პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ქართველი და აფხაზი სპეციალისტები ესწრებოდნენ. განსახილველი თემები მოიცავდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, არასრულწლოვნების, უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებსა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების მნიშვნელობას. შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ უნგრეთის ერთ-ერთ ქალთა დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო პროგრამებს და უნგრეთის პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობას.

სახალხო დამცველის ძალისხმევითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შექმნილი დიალოგის ეს ფორმატი 2014 წლიდან მიმდინარეობს და შეხვედრების რეგულარულ ციკლს მოიცავს. იგი ევროსაბჭოს პოლიტიკური დირექტორატის ნდობის აღდგენის ინიციატივების ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის აღდგენას.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ საპატრიარქოდან დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი დოკუმენტაცია ამოიღო
შემდეგი სტატიაირაკლი მამალაძე: დეკანოზის ადვოკატის განცხადებას და ჩვენებას, უკიდურესად არასერიოზულად ვუყურებ