სახალხო დამცველის დასკვნის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი არიან დაპატიმრებული სრულიად უსაფუძვლოდ

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები დეპუტატების პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლესსახალხო დამცველის დასკვნის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი არიან დაპატიმრებული სრულიად უსაფუძვლოდ – ეს განცხადება, ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა, ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ადვკატების განმარტებთ, სახალხო დამცველმა საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ მუხლი, რომელსაც საერთო სასამართლო ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების დამნაშავცედ ცნობისას დაეყრდნო, ანტიკონსტიტუციურია.

“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 182-ე მუხლი იძლევა მისი არასწორი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით გარანტირებულ უფლებას,” – განმარტავს სოსო ბარათაშვილი.

ბარათაშვილის განცხადებით, მათ დღეს გადაეცათ საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნა ე.წ. კაბელების საქმეზე, სადაც ადვოკატის ინფორმაციით, წერია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მსჯავრდებულთათვის წაყენებული ბრალი, ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით დანაშაულის ჩადენა, საქმეში საერთოდ არ არის.

მისივე თქმით, დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის არაკონსტიტუციური.

„სახალხო დამცველის დასკვნიდან პირდაპირ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ხუთი ადამიანი რომელიც დღეს არის მსჯავრდებული ე.წ. კაბელების საქმეზე და ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, გაფლანგვის ჩადენა, ისინი არიან დაპატიმრებული სრულიად უსაფუძვლოდ და თუ გავითვალისწინებთ კონტექსტს ამ საქმისა, ისინი არიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულნი,“-განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

სოსო ბარათაშვილის ინფორმაციით, სახალხო დამცველის დასკვნა ასევე უკვე გადაეგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშისირცხვილია სპეცრაზმის სამხედროები ასეთ დაბალ სიღრმეში ვერ იპოვეს
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლომ მერიის გადაწყვეტილება კარვებთან დაკავშირებით უკანონოდ ცნო