სახალხო დამცველი სარეკლამო რგოლის – „სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო“ აკრძალვას ითხოვს

სახალხო დამცველი სარეკლამო რგოლის – „სანტას თოვლის ბაბუამ წაასწრო“, დამამზადებელ New Studio-ს მიმართავს.

უჩა ნანუაშვილი სტუდიას მოუწოდებს, შეწყვიტოს რეკლამის გავრცელება და მომავალში განსაკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინოს ბავშვის უფლებების დაცვის მიმართ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ინტერნეტით გავრცელებული ვიდეო რგოლი, სადაც ქართველი თოვლის ბაბუა სანტა კლაუსს კლავს, ვინაიდან ფიქრობს, რომ „ნამდვილი კაცი კარიდან შემოდის“, აღნიშნულ სცენას კი მცირეწლოვანი ბავშვი ესწრება, მავნე ზეგავლენას ახდენს როგორც მასში მონაწილე ბავშვზე, ასევე სხვა არასრულწლოვნებზე, რომელთა დიდ ნაწილს, მიუხედავად კლიპზე მითითებული 18 წლამდე ასაკის ადამიანთათვის ნახვის შეზღუდვისა, თავისუფლად მიუწვდება ხელი ამ ვიდეო რგოლზე.

New Studio-ს მიერ გადაღებულ საახალწლო ვიდეო რგოლს, სადაც სანტა კლაუსისა და თოვლის პაპის შედარებაა გაკეთებული, სოციალური ქსელის მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ.

ვიდეომ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია : “ჩვენ არ ვაპირებთ შევყვეთ მათ ამ ბინძურ კამპანიაში”
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ გერმანიაში 2006 წლიდან ყველაზე დიდი წყალდიდობაა