სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტზე პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩება

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იმედოვნებს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ფაქტის გამოძიება ოპერატიულად ჩატარდება და ამ პროცესში პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩება, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც საქართველოს სახალხო დამცველი 2017 წლის 19 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბთან განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება, რა დროსაც დაიჭრა საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრი.

უჩა ნანუაშვილი საარჩევნო სუბიექტებსა და ამომრჩეველს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ არჩევნების პროცესში ძალადობა ყოვლად დაუშვებელია.

„მითუმეტეს საგანგაშოა, რომ ასეთ მძიმე ფაქტს ადგილი აქვს არჩევნებამდე ორი დღით ადრე“, – აცხადებს ნანუაშვილი.

სახალხო დამცველი დაზარალებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ოპერატიულად და ეფექტურად ჩატარდება და გამოძიების პროცესში პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩება.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი NDI-ის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა