სახალხო დამცველი გახმაურებულ საქმეებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს

სახალხო დამცველი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც გახმაურებულ საქმეებს გამოიძიებს.

ომბუდსმენი ასევე მიუთითებს იმ პრობლემაზე, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნისას შესაძლოა წარმოიშვას.

“ასეთი არის არა ერთი საქმე, მათ შორის ლოპოტას საქმე, სადაც, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ 3 წელია გასული და სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიშიც მოამზადა ამ საკითხზე, ჯერჯერობით არანაირი პროგრესი არ არის და ასეთი ძალიან ბევრი საქმეა. მაშინ, ყველა ამ საქმეზე უნდა მოხდეს გარკვეულწილად საპარლამენტო დროებითი კომისიის შექმნა. თუმცა, ეს შესაძლოა, გარკვეულ სირთულეებს უკავშირდებოდეს,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ამ განცხადებით სახალხო დამცველი უმცირესობის ინიციატივას გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, ნაციონალური მოძრაობა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ბრიუსელში – გიორგი კვირიკაშვილი ევროპის ლიდერებთან შეხვედრებს მართავს
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში ,,სათნოების სახლი” გაიხსნა