სახალხო დამცველი “ციანიდის საქმის” სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს

სახალხო დამცველი “ციანიდის საქმის” სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მას დახურულ პროცესზე წვდომა აქვს. მისი თქმით, ყველა განცხადება, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით კეთდება, დასაბუთებული უნდა იყოს.

„სახალხო დამცველს აქვს უფლება, განახორციელოს მონიტორინგი. გვაქვს წვდომა ყველა ხელისუფლების და თვითმმართველობის ორგანოებზე და გვაქვს უფლება, შევიდეთ და ადამიანის უფლებებს დავაკვირდეთ. სახალხო დამცველს დახურულ პროცესზეც გააჩნია წვდომა. ყველა განცხადება, რომელიც დეკანოზზე კეთდება, სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში დამოუკიდებელი და ნეიტრალური ორგანოს მონაწილეობა“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო საქალაქო სასამართლოში დღეს განახლკდება. სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება. პროცესზე მხარეებმა სასამართლოს საკუთარი შესავალი სიტყვით უნდა მიმართონ.

banner
წინა სტატიაში“საიამ” და “გამჭვირვალობამ” პროტესტის ნიშნად ანგარიშის წარდგენა ჩაშალეს
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი „ციანიდის საქმის“ განხილვაზე არ დაუშვეს