საკანონმდებლო ორგანოში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან

საკანონმდებლო ორგანოში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. გიორგი გახარია პარლამენტში 15:00 საათზე მივა.
შს მინისტრი დეპუტატთან კითხვებს სასესიო ფორმატში უპასუხებს. კითხვები კი ძირითადად 12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება.
ოპოზიცია მწვავე დებატებისთვის ემზადება. ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ რა საჭიროება იყო ტურისტებით სავსე ღამის კლუბებში სპეცდანიშნულების რაზმის შესვლის და გადაამეტეს თუ არა სამართალდამცველებმა ძალას. ოპოზიცია ინფორმაციას ნეონაცისტური ჯგუფის წევრების შესახებაც ითხოვს.
„გვაქვს შეკითხვები იმ სპეცოპერაციებთან, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ვითხოვდით საგამოძიებო კომისიის შექმნას და უმრავლესობამ ეს ინიციატივა ჩააგდო. შინაგან საქმეთა მინისტრს დავუსვამთ შეკითხვებს, როგორც ანტიტერორისტულ ოპერაციებთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, როდესაც ძალადობრივი ნეოფაშისტური ჯგუფებისგან ჩვენს მოქალაქეებს სახელმწიფო ვერ იცავს,“-აცხადებს ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ქუთაისში – ქალმა და ცივი იარაღით მოკლა
შემდეგი სტატიაგორის რაიონის სოფელ ტყვიავში 2 ადამიანი დაჭრეს