საკადრო ცვლილებები ბაღების სააგენტოში – მონიტორინგის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

საკადრო ცვლილებებია თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში. მონიტორინგის სამსახურის უფროსმა იმედა ბერაძემ თანამდებობა დატოვა.

იმედა ბერაძე ამბობს, რომ გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა და მიზეზად სხვა სამსახურში გადასვლასა და ოჯახურ პრობლემებს ასახელებს.

ინფორმაცია ბაგა-ბაღების სააგენტოში საკადრო ცვლილებების შესახებ მედიატორმა გაავრცელა. მათივე მტკიცებით, ბერაძე სამსახურიდან გასაჯაროებული ფაქტების გამო გაათავისუფლეს. მონიტორინგის ცენტრი – მედიატორის დამფუძნებელი, ლევან ხაბეიშვილი, აცხადებს, რომ ბერაძე წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი.

ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსს ბოლო პერიოდში შესაძლო კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდნენ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლო ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს
შემდეგი სტატიაევროპაში ზიკას ვირუსის გავრცელების რისკი შესაძლოა, გაზაფხულზე გაიზარდოს