საკაბელო ოპერატორები კონკრეტული არხების უფასოდ გავრცელების უფლებას ითხოვენ

საკაბელო ოპერატორები მაუწყებლობების ტრანზიტის განხორციელებას ითხოვენ. მაუწყებლობის კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით მათ საკანონმდებლო ორგანოს მიმართეს და მოითხოვეს, რომ უფასოდ მაუწყებლობის საშუალება მიეცეთ.

ინიციატივით პარლამენტს საკაბელო ოპერატორების კავშირმა მას შემდეგ მიმართა, რაც ტელეკომპანიებმა მოითხოვეს, რომ მათი სიგნალის გავრცელებაში საკაბელო კომპანიებს კონკრეტული თანხა გადაეხადათ. საუბარია “რუსთავი 2”-ის, “იმედის”, “ჯი დი ეს”-ის, “მარაოს” და “კომედი არხის” მაუწყებლობაზე.

საკითხს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე კამათი და აზრდთა სხვადასხვაობა მოყვა.

„მაუწყებელი თავისი კონტენტის შექმნაში ან თუნდაც შეძენაში საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს. შესაბამისად, იმის უფლება, რომ მაუწყებელს ჰქონდეს თავის ტრანსლირებაზე თანხის მოთხოვნის საშუალება, ეს მგონია, რომ არის აფსოლუტურად ლოგიკური,“-განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ.

„ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით კი, ალოგიკურად ჟღერს იმ არხების მიწოდებაში, რომელიც ამჟამად უფასოდ ვრცელდება, ფასიანი სერვისის დაწესების მოთხოვნა.

„ჰაერი უფასოა და ახლა რაღაც სივრცეში მოვითხოვოთ იმ ჰაერში ფული, ასე გამოდის,“-განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა დავით ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება საკაბელო კომპანიებს, ისინი ამბობენ, რომ არ აპირებენ თანხის გადახდას კონკრეტული ტელევიზიებისთვის და ამ ფაქტს დისკრიმინაციად აფასებენ.

”მედია რაითს ჯორჯია“-ში კი, რომელიც იმ ტელეკომპანიებს წარმოადგენს, რომლებმაც საკაბელო არხებისგან თანხა მოითხოვეს, ამბობს, რომ ეს არის კერძო კომპანიებს შორის დავა და საკანონმდებლო ორგანოში ის არ უნდა განიხილებოდეს.

„ყველაფერი განხილვადია, უბრალოდ არის კომერციული მიზანშეწონილობა და არის კომერციული მიზანშეუწონლობა. ამ ეტაპზე ამ წინადადების განხილვას ჩვენ ამ სახით არ ვაპირებთ,“ – განაცხადა ”მედია რაითს ჯორჯია”-ს დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა.

banner
წინა სტატიაში“მე მართლა კარგი პედაგოგი ვიყავი ამათთვის” – 67-ე სკოლის ქიმიის მასწავლებელს მოსწავლეები ტაშით შეხვდნენ
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი მაუწყებელი ბერას კომპანიას 400 ათასამდე ლარს უხდის