საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” ახალი დირექტორის რეგისტრაცია შეაჩერა

საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” ახალი დირექტორის რეგისტრაცია შეაჩერა. დეკანოზმა მიქაელმა (ფოფხაძე) ილია მეორის გადაწყვეტილება წარადგინა.

საჯარო რეესტრის განმარტებით, დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ პირობებს.

“ვინაიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საპატრიარქო მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორს, სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა დამოწმდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით”, – აღნიშნულია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში.

დეკანოზს რეგისტრაციის პირობების დასაკმაყოფილებლად 30 დღე აქვს.

წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა.

banner
წინა სტატიაშიდღეს მე ვიცავ ისეთ რუსთავი2-ს, როგორიც ის არის დღეს – გიორგი რუხაძე
შემდეგი სტატიაგაერო უკანასკნელი 72 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობს