საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრხელიძემ თანამდებობა დატოვა

“თაიმერის” ინფორმაციით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრხელიძემ თანამდებობა დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან სექსუალური შევიწროვების ფაქტი ომბუდსმენის აპარატმა 2017 წლის გაზაფხულზე შეისწავლა და დისკრიმინაცია დაადგინა.

ამ დრომდე ამ ფაქტის შესახებ ცნობილი არ იყო, თავად დოკუმენტი კი გასაიდუმლოებულია.

ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მსხვერპლმა “დევდარიანის ქეისის” შემდეგ მედიასთან საუბარი გადაწყვიტა და ტელეკომპანია “იმედს” ინტერვიუ მისცა.

ცნობილი ხდება, რომ ქალმა, რომელმაც განცხადებით მიმართა ომბუდსმენის ოფისს, მიმართვის დროს საჯარო რეესტრში უკვე აღარ მუშაობდა და მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სამსახური დატოვა, სწორედ სექსუალური შევიწროვება იყო. ომბუდსმენის ოფისი ფაქტს ადასტურებს.

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარედ 2013 წელს დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიდანაშაულის დაფარვის, შეუტყობინებლობის, ჩვენებაზე უარისა და ცრუ ჩვენებისთვის სასჯელები მკაცრდება
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: საკრებულოს წევრმა შაქარაშვილმა „ლამაზი ბოზი“ მიწოდა