,,საჯარო ინტერესები შეიძლება ფართო ინტერპრეტაციის საგანი გახდეს, რამაც პერსონალურ მონაცემებს საფრთხე შეუქმნას”

საჯარო ინტერესები შეიძლება ფართო ინტერპრეტაციის საგანი გახდეს, რამაც ბუნებრივია, საფრთხე შეუქმნას პერსონალურ მონაცემებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით წარდგენისას განაცხადა.

როგორც ამ კონტექსტში კობახიძემ განმარტა, კონსტიტიუციის ახალი რედაქციის 15-ე მულის მეოთხე პუნქტი კონსტიტუციის 18-ე მუხლში გადადის.

“იყო კონსულატიები და შემოთავაზებულია ცვლილება, რომელიც საჯარო ინტერესებს შეეხება. არის არგუმენტები საჯარო ინტერესების ამოღებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საჯარო ინტერესების შესახებ ჩანაწერი, რა თქმა უნდა, მაღლა წევს ხელმისაწვდომობის სტანდარტს, მაგრამ მნიშვნელოვნად დაბლა წევს პერსონალური მონაცემების დაცულობის სტანდარტს. ეს არის პრობლემა. საჯარო ინტერესები შეიძლება ფართო ინტერპრეტაციის საგანი გახდეს და ზოგადად, ფართო ინტერპრეტაციები კონსტიტუციაში არის პრობლემა. საჯარო ინტერესები შეიძლება ფართო ინტერპრეტაციის საგანი გახდეს, რამაც ბუნებრივია, საფრთხე შეუქმნას პერსონალურ მონაცემებს. არის ორი კოლიზიური ინტერესი – ერთი, ეს არის ხელმისაწვდომობის ინტერესი და მეორე, პერსონალური მონაცემების დაცულობის ინტერესი. აქ საუბარია ადამიანისთვის სასიცოცხლო უფლებასთან, როგორიც არის მისი პერსონალური და პირადი ინფორმაციის გამჟღავნებისგან დაცვა. ბუნებრივია, არ არის რეკომენდებული ასეთი ფართო დისკრეციის და საფრთხის ქვეშ დავაყენოთ პერსონალური მონაცემების დაცულობა. ეს იყო შენიშვნა, რომელიც ჩვენ გავიზიარეთ“, – განაცხადა კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიას დანიშვნა “სემეკში” ნიშნავს მოსახლეობის დაცინვას – ოპოზიცია
შემდეგი სტატიაკომუნიკაციების ომბუდსმენი – გარკვეული ინტერნეტ თამაშების გამო ბავშვები სავალალო შედეგებამდე მიდიან