საინვესტიციო გარემო რეკორდულადაა გაუმჯობესებული – ჯანელიძე

საქართველო არის დღეს საინვესტიციოდ ერთ ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე პრემიერმა “სი ტი პარკის” მფლობელების მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარია, რომ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა პოლიტიკურად მოტივირებულია და” საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს”.ჯანელიძე ამბობს, რომ პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია და ქვეყანაში საინვესტიციო გარემო “რეკორდულადაა გაუმჯობესებული”. მაგალითისთვის ჯანელიძემ კონკრეტული ციფრები მოიყვანა:
“პრემიერ მინისტრმა ისაუბრა იმ რეკორდულ მაჩვენებელზე ინვესტიციების, რომელიც განხორციელდა გასულ წელს. 260 მილიონი აშშ დოლარით მეტი ინვესტიცია განხორციელდა 2016 წელთან შედარებით. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო მეტად გასაუმჯობესებლად და დღეს ჩვენ ვართ ერთ ერთი საუკეთესო მსოფლიოში საინვესტიციო გარემოს კუთხით მათ შორის, კონტრაქტების აღსრულების კუთხით, კერძო საკუთრების დაცვის კუთხით. 2012 წელთან შედარებით, მაგალითად, 2017 წელს საქართველომ კერძო საკუთრების დაცვის კუთხით გაიუმჯობესა ადგილი 74 პოზიციით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული უცხოელი ინვესტორი და კომპანია, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს, მისი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობის შესაბმისად. თუ არსებობს დავა, დავა გადაწყდება უკვე კანონის შესაბამისად და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად” განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიამ ხალხს არანაირი უფლება არ აქვთ ისაუბრონ დეოკუპაციაზე – ჯანელიძე ოპოზიციაზე და NGO-ებზე
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება სრულიად აცდენილია რეალობას- სამადაშვილი