“საინტერესოა, როგორ მოახერხებს ხელისუფლება საკადრო ცვლილებებით ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას”- აბესაძე

”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, საინტერესოა საინტერესოა, როგორ მოახერხებს ხელისუფლება საკადრო ცვლილებებით ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ როგორ ხდება რეალურად საკადრო ოპტიმიზაცია, როგორ მცირდება ბიუროკრატია და გამოყოფილი დაფინანსება, პრემიები, დანამატები, რბილი ავეჯის და ავტომობილების ხარჯები. ამ შეკითხვებზე, ჯერჯერობით, პასუხი არ არის, არც საკადრო მიმართულებით არ შეიძლება ცვლილებების მხარდაჭერა, მითუმეტეს, ასეთ ბუნდოვან ვითარებაში, შეუძლებელია ნდობა გამოუცხადო „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდს,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიცია მარტვილის გამგეობაში – დაკავებულია ფინანსური სამსახურის უფროსი
შემდეგი სტატია“საკადრო ცვლილებები ხელს აძლევს ქვეყნის ბიძინა ივანიშვილს” – სალომე სამადაშვილი