საიდუმლოებით მოცული ტერაქტი, რომელსაც FBI ვერ ხსნის

გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ცდილობს გახსნას საქმე, რომელიც ინდოეთიდან მიგრირებულ, 1993 წლიდან აშშ-ში ლეგალურად მცხოვრებ ჰაფიზ კაზის მიერ ჩადენილ დანაშაულს, კონკრეტულად კი, აშშ-ს საჰაერო სამხედრო ბაზაზე თავდასხმას ეხება.

FBI-ს წარმომადგენლის შონ რაგანის მიერ ამერიკულ მედიაში გაკეთებული განცხადებით, ფედერალური ბიუროსთვის  ამ დრომდე უცნობია, რა მოტივით მოქმედებდა ეს ადამიანი დანაშაულის ჩადენის დროს, რომელსაც არასოდეს უმსახურია არმიაში და არც ტერორისტულ ორგანიზაციებთან ან მსაგვის ტიპის საქმიანობასთან კავშირი, ადრე არასოდეს არ ჰქონია.

ჰაფიზ კაზიმ დატვირთა ,,კიას,, მარკის მინივენი 5 ცალი პროპანის ბალონით, 3 კანისტრა ბენზინით, თან ჰქონდა ზურგჩანთა პირადი ნივთებით და 3 მობილური ტელეფონი, რამდენიმე სანთებელა. ამ ავტომობილით კალიფორნიაში მდებარე შეანგრია ავიაბაზის შესასვლელი კარი, მანქანაში ბენზინს ცეცხლი წაუკიდა და ისე შევარდა ბაზის ტერიტორიაზე. ცეცხლმოკიდებული მანქანის დანახვაზე, ბაზის თანაშრომლებს ეგონათ, რომ საქმე ჰქონდათ ავტოკატასტროფასთან და მისთვის  არ უსვრიათ, პირიქით, სახანძრო მანქანებით მალევე ცეცხლი ჩააქრეს და  მიუვარდნენ მანქანას, რათა მძღოლი გადაერჩინათ, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო, რადგან კაზიმი უკვე დამწვარი და გარდაცვლილი იყო.

FBI-ს წარმომადგენლის განცხადებით, უწყების ათეულობით აგენტი მუშაობდა ჰაფიზ კაზიმის კავშირებზე, მის ტელეფონის მონაცემებზე თუმცა ვერაფერს მიაკვლიეს ისეთს, რაც ამ ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივზე მიანიშნებს.

,,ჩვენ დავკითხეთ ასეულობით ადამიანი, შევისწავლეთ მისი სანაცნობო წრე, მისი ტელეფონები, სახლი… მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვაქვს პასუხი, რატომ მოხვდა ეს ადამიანი ამ ადგილზე ამ საქმეში… რატომ ჰქონდა მას ეს ნივთები მანქანაში. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მას ბაზის რომელიმე თანამშრომელთან და ამ ტერიტორიასთან რაიმე კავშირი ჰქონდა. ჩვენ არ ვიცით რამ უბიძგა ამ ადამიანს მსგავსი დანაშაულისკენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მანამდე, სანამ  ამ კითხვებზე პასუხი არ გვექნება,, აცხადებს შონ რაგანი.

banner
წინა სტატიაშიგარდაიცვალა პოლიციელი, რომელმაც თავი მძევალზე გაცვალა
შემდეგი სტატიაიალბუზიდან ჩამოწოლოლმა ზვავმა მანქანები დაფარა (ვიდეო)