საიდუმლო შეხვედრას ზვიად კვაჭანტირაძესთან თეა წულუკიანიც ესწრება

news
: news იანვარი 21, 2016 17:21

საიდუმლო შეხვედრას ზვიად კვაჭანტირაძესთან თეა წულუკიანიც ესწრება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის ოთახში უკვე 2 საათია დახურული კონსულტაციები მიმდინარეობს.

შეხვედრას თეა წულუკიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წევრები ესწრებიან.

რამდენიმე წუთის წინ შეხვედრა ფრაქცია ეროვნული ფორუმის წევრმა სოსო ვახტანგაშვილმა დატოვა.

მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონსუტლაციები იუსტიციის მინისტრთან მიმდინარეობს, თუმცა არ დააკონკრეტა რა თემაზე. მისი თქმით კონსულტაციები არ ეხება საარჩევნო სიებს, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე არ სურს გაამჟღავნოს სასაუბრო თემები.

news
: news იანვარი 21, 2016 17:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,350
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics