საიდუმლო შეხვედრა ეროვნულ ბანკში

ლარის ბედს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები იატაკქვეშეთიდან არეგულირებენ?!

„თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ეროვნულ ბანკს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები კონფიდენციალურად ესტუმრნენ. როგორც წყარო ამბობს, საიდუმლო ვიზიტისას საუბარი ლარის გაუფასურებას შეეხო.

„დახურულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ არაფორმალური არხებით ზეწოლა მოახდინონ კომერციულ ბანკებზე, რათა გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, მათ ახალ წლამდე და ახალი წლის შემდგომ დღეებში კლიენტებს ვალუტის შეძენაზე უარი ათქმევინონ,“ – ამბობს წყარო.

 

რა შედეგს მოიტანს ასეთი პრევენცია, უცნობია, თუმცა წყაროს ინფორმაციით, პოსტსაახაწლო, “მკვდარი სეზონის” პერიოდში ხელისუფლებას იმედი აქვს  დაბალი ეკონომიკური აქტივობების, რომლის დროსაც ლარის გაუფასურების საფრთხე ნაკლებია.

“თაიმერი” შეეცადა ინფორმაცია გადაემოწმებინა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში. სამწუხაროდ, არც ერთი სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლებმა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

 

 

banner
წინა სტატიაში,,მერაბიშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი გადაწყვეტილებებია მიღებული, ეს არის იურიდიულად სწორი გადაწყვეტილებები”
შემდეგი სტატიაპოეტი რომ პოლიციელს აგინებს, ეს დანაშაულია, ხოლო ფხიზელი პრემიერი რომ პარლამენტის დეპუტატს აგინებს – ეს ღირსების ლეგიტიმური დაცვაა?