“საიას” საკანონმდებლო ინიციატივა – იუსტიციის საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის საბჭოს წევრების არჩევის პროცედურები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის საბჭოს წევრების არჩევის პროცედურებში ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. არასამთავრობო ორგანიზაციასში აღნიშნავენ, რომ კანდიდატების მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში ძირითადად ფორმალურად მიმდინარეობს და აუცილებელია პროცედურების დახვეწა.

„ნაცვლად ფორმალური შესაბამისობის დადგენისა, ჩატარდეს რეალური საკომიტეტო მოსმენები. ჩვენი საკანონმდებლო წინადადების გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება, რომ კანდიდატებმა წარმოადგინონ ხედვის დოკუმენტები, ჩატარდეს საკომიტეტო მოსმენა, დაინტერესებული პირები დაესწრონ ამ მოსმენას და დასვან კითხვები,“ – განაცხადა სოფიო ჭარელმა.

banner
წინა სტატიაშიაჭარიდან შეკვეთილში კიდევ ერთი ასწლოვანი ტიტა გადაიტანეს
შემდეგი სტატიაქუთაისის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს