საია შსს-ს მიმართავს და სოფელ კორცხელში მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას ითხოვს

საია სამართალდამცავ ორგანოების მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელის #53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას ითხოვს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მომდარს განცხადებით ეხმიანება:
,,ზუგდიდის ოლქის 53-ე და 54-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილიდან მობილიზებული იყვნენ საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები და წარმომადგენლები (დაახლოებით 20 ადამიანი). დაახლოებით 13:30 საათისთვის 53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შელეპარაკება მოხდა მობილიზებულ პირებსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის. დაპირისპირებაში დაახლოებით რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალების წარმომადგენლებს. ამ ეტაპისთვის პოლიცია იმყოფება საუბნო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა არასაკამრისი რაოდენობით.

მსგავსი ფაქტები უაყოფით ზეგავლენას ახდენს კონკურენტულ და თანასწორ საარჩევნო გარემოზე.

მოვუწოდებთ:

საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერებსა და წარმომადგენლებს დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და მშვიდ რეჟიმში დაელოდონ შედეგების შეჯამებას.

სამართალდამცავ ორგანოებს:

• მოახდინონ ზემოაღნიშნული ფაქტის დროული გამოძიება და კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება;

• მოახდინონ პრევენციული ღონისძიებების გატარება, ხოლო სამართალდარღვევისა ან/და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, დროული რეაგირება და შესაბამისი პირების მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;

• უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და კენჭისყრის პროცედურების მშვიდ ვითარებაში წარმართვა“ – ნათქვამია განცხადებაში.

საიას ოცამდე დამკვირვებელი კენჭისყრის დაკვირვებას ახორციელებს როგორც სტატიკურად, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით. ორგანიზაციის ყურადღება კენჭისყრის პროცესებზე დაკვირვების გარდა, მიმართულია საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდინარე ტერიტორიაზე სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერთა პირების მიმართ, რომლებიც შეკრებილები არიან საუბნო საარჩევნო კომისიებთან.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდეს წყნარად, როგორც ახლა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგოკა გაბაშვილი: კორცხელში მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება