საგარეო უწყება თურქი მებაჟის მიერ საქართველოს მოქალაქის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო, თურქი მებაჟის მიერ საქართველოს მოქალაქის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციელსა და საქართველოს მოქალაქეს თურქეთის პროკურატურა დაკითხავს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქმა მებაჟემ საქართველოს მოქალაქეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ოთხი თურქი მებაჟე ფიზიკურად გაუსწორდა მას.

“ტრაპზონში საქართველოს საკონსულოსთვის ცნობილია აღნიშნული ფაქტის შესახებ. მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ თურქულ მხარესთან. თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით დილის 6:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ სიტყვიერი და ფიზიკური შეუაცხყოფა მიაყენა თურქ პოლიციელს. თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით, როგორც თურქი პოლიციელი, ასევე საქართველოს მოქალაქე გაივლიან სამედიცინო შემოწმებას და შემდგომ დაიკითხებიან პროკურატურაში”, – ნათქვამია უწყებიოს განცხადებაში.

საქართველოს საკონსულო მაქსიმალურად ჩართულია, რათა გამოძიების პროცესი საქართველოს მოქალაქის უფლებების სრული დაცვით წარიმართოლს.

banner
წინა სტატიაშიგულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მქონდა მოლოდინი უფრო ობიექტური და შინაარსობრივი ტექსტის – გახარია პრეზიდენტის გამოსვლაზე
შემდეგი სტატიაე.წ. მოსმენების კანონი – ანა დოლიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უპრეცენდენტოს უწოდებს