საგარეო უწყება – საბერძნეთში 8 ქართველის დაკავებასთან დაკავშირებით საელჩო ადგილობრივ პოლიციასთან კონტაქტზეა

რუსეთი ისევ არღვევს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეს

ქართული მხარე საბერძნეთის პოლიციასთან კავშირზეა, – ამის შესახებ „თაიმერს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საბერძნეთში, 8 ქართველის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება საელჩოში არ შესულა.
უწყებაში აცხადებენ, რომ საელჩო ბერძნულ პოლიციასთან კონტაქტზეა.

საბერძნეთში თაღლითობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. ათენის პროკურატურამ დაკავებულების ფოტოები, სახელები და გვარები გამოაქვეყნა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებად ასაღებდნენ თავს და მოხუცი ადამიანების სახლებში შედიოდნენ, შემდეგ კი ამ სახლებს ძარცვავდნენ.

აღსანიშნავია, ორი დღის წინ მძარცველებმა საბერძნეთში 85 წლის მოხუცი საწოლზე მიაბეს და უთოთი აწამეს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე არჩილ თალაკვაძეს ვიცე-მერის თანამდებობას სთავაზობს
შემდეგი სტატიაუკრაინაში ქართველი მებრძოლი მოკლეს