საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17%-ით გაიზარდა

2016 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6 548 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის მონაცემების მ,იხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 1122 მლნ აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5426 მლნ აშშ დოლარს (25 პროცენტით მეტი) შეადგენდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ივლისში 4304 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 66% შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიე.წ ციხის კადრების ინტერნეტში გავრცელების ფაქტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეხმაურება
შემდეგი სტატია“სამართლიანი არჩევნები” “ცენტრისტების” საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართავს