საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველო ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს

„საქართველო მხარს უჭერს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში,”. საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ ესპანეთში ვითარება მშვიდობიანად მოგვარდება ქვეყნის კანონმდებლობის და კონსტიტუციის სრული დაცვით.

1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი.

2 ოქტომბერს ევროკომისიამ განაცხადა, რომ ესპანეთში მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარების უფლება მხოლოდ ცენტრალურ მთავრობას აქვს. შესაბამისად, კატალონია, როგორც ავტონომიური ერთეული, ცალმხრივად რეფერენდუმს, კანონის ფარგლებში, ვერ ჩაატარებს.

კატალონიის ხელისუფლების განცხადებით, რეფერენდუმს მხარი ამომრჩეველთა 90,09%-მა დაუჭირა.

ესპანეთის მეფემ დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით კატალონიის ხელისუფლების ქმედებებს უკანონო და არადემოკრატიული უწოდა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს შეუძლია პოზიტიური წვლილი შეიტანოს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში – კობახიძე
შემდეგი სტატიაბათუმში ნარკოდანაშაულისთვის თურქი ცოლ-ქმარი დააკავეს