საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო წარმოდგენაზე უმასპინძლებს

შიდა ქართლში რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვები 14 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ესტუმრებიან.

საგარეო უწყების ინიციატივით, ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიება გაიმართება. ცნობილი ზღაპრის გმირები მათ კიდევ ერთხელ მიულოცავენ ახალი წლის დღესასწაულს და საინტერესო წარმოდგენას შესთავაზებენ.

ღონისძიების დასასრულს, ბავშვებს ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ სპეციალურად მათთვის შეგროვებული საჩუქრები გადაეცემათ.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ბავშვებს პირადად უმასპინძლებს.

როგორც ცნობილია საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის უკვე მეოთხე წელია სისტემატიურად აწყობს სხვადასხვა აქტივობებს და ყოველ წელს მათ სხვადასხვა ღონისძიებებზე მასპინძლობს.

banner
წინა სტატიაშივეტერანთა სამსახური თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმას მხარდაჭერას უცხადებს
შემდეგი სტატიაქართველმა სამხედროებმა ქაბულში შობა-ახალი წელი აღნიშნეს