საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

რუსეთი ისევ არღვევს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეს

იტალიის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ:

26 ოქტომბერს ცენტრალურ იტალიაში (მარკეს რეგიონი) ორი ძლიერი მიწისწძვრა მოხდა, მიწისქვეშა ბიძგებმა რიხტერის შკალით 5.4 და 6.2 მაგნიტუდა შეადგინა.

იტალიური მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს. იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა იტალიის შესაბამის სამსახურებთან.

იტალიის რესპუბლიკაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით ქ. რომში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+39 333) 887 91 23.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში, მიწისძვრით დაშავებულებს შორის საქართვლოს მოქალაქეები არ არიან
შემდეგი სტატია“ჩვენი შიდა ოპონენტები დადიოდნენ ევროპარლამენტის დერეფნებში და ცდილობდნენ, საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია”