საგარეჯოსა და გორში ქარიშხალმა შენობებს სახურავები ახადა

გორში, ქარიშხალმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. დაზიანდა ავტომობილები.

ქარიშხალმა ზიანი მიაყენა საგარეჯოსაც. ერეკლე მეორის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ერთ-ერთ ბანკს სახურავი გადახადა.

მომხდარის გამო, აღნიშნულ ქუჩას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგორში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
შემდეგი სტატიაქუთაისთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა