საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოს მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსისი 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

გამოძიების საფუძველი გახდა არასამთვრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიმართვა, რომელიც დეპუტატ გოგი თოფაძის საჯარო განცხადებებს ეხება.

გოგი თოფაძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს საგარეჯოში არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, გაირკვეს, ადგილი აქვს ცილისწამებას, თუ არჩევნების გაყალბება რეალურად მოხდა.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი: ანა დოლიძის დანიშვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს
შემდეგი სტატია“ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს,”-თამარ ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნების შესაძლო გამოძიებაზე საუბრობს