“საგარეჯოს არჩევნების გაყალბების შესახებ დოკუმენტური, ჟურნალისტური გამოძიება მზადდება”

ჩემს და დავით თარხან-მოურავის სატელეფონო საუბრებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური პირდაპირ ისმენს

ირმა ინაშვილი პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ “საგარეჯოს არჩევნების გაყალბების შესახებ დოკუმენტური, ჟურნალისტური გამოძიება მზადდება, რომელსაც საზოგადოება მალე იხილავს”.

“პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი თინა ხიდაშელსა და “ნაციონალურ მოძრაობას” წინააღმდეგობას ვერ უწევს.

“მიხარია, რომ პროკურატურამ ასეთ რეკორდულ ვადებში დაასრულა გამოძიება, – საგარეჯოში არჩევნების გაყალბების თემაზე და აღმოაჩინა, რომ დანაშულს, თურმე, ადგილი არ ჰქონია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლების დირექტორმა – თინა გამყალბებლოვამ ხელისუფლების დირექტორის პოსტი ჯერჯერობით შეინარჩუნა. თუმცა, ამ სკამს ფეხიც მოტეხილი აქვს და ერთი რქაც. საზოგადოებამ იცის, რომ საგარეჯოს არჩევნების გაყალბების შესახებ მზადდება დოკუმენტური, ჟურნალისტური გამოძიება. ამ ძალიან საინტერესო ფილმს მალე იხილავთ, ამიტომ, კვლავ ვაცხადებ: დღეს თუ არა ხვალ, ქალბატონ თინას მეორე რქაც მოტყდება და ციხეშიც ჩაჯდება. პროკურატურის დასკვნა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილი ვერ (თუ არ) უწევს წინააღმდეგობას თინა გამყალბებლოვასა და “ნაცმოძრაობის” ერთობლივ შანტაჟს. ეს კი, თავის მხრივ, ცხადყოფს, თუ რაოდენ სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა”, – აცხადებს ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს სხვადასხვა საჯარო მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, გამოძიება დაასრულა.

პროკურატურის ინფორმაციით, საგარეჯოს არჩევნების საქმეზე დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა.

ცნობისათვის, გამოძიება “საერთაშორისო გამჭვირვალობის” განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელის თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, “მრეწველი”, გოგი თოფაძის ბრალდებებს დაეყრდნო.

banner
წინა სტატიაშიავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლებმა ზუგდიდში შიმშილობა დაიწყეს
შემდეგი სტატიაბრიუსელის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ აფეთქება მოხდა