საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს.

სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 14 ივლისს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.

შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.

სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, ნ მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს.

„კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიჩაქვი-ქობულეთის გზაზე ავარიისას დაშავებული ჩვილები საავადმყოფოში გარდაიცვალნენ
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – 2019-2020 წლებში დაგეგმილია სახელმწიფო პენსიების 20-20 ლარით გაზრდა