საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი ჩაინიშნა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, განცხადება უწყებაში 14:00 საათზე გაკეთდება.

უწყება თემას არ აკონკრეტებს, თუმცა სავარაუდოდ სუს-ში 22 ნოემბერს თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადება.

აღნიშნულ ბრიფინგთან დაკავშირებით განცხადება ცოტა ხნის წინ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გააკეთა. იან კელიმ თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დამატებით დეტალებს გაავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიN5 პენიტენციურ დაწესებულებას სამეწარმეო ორგანიზაცია ”The Powerful Woman”-ის დამაარსებელი მეგან ვორდი სტუმრობდა
შემდეგი სტატია22 ნოემბრის სპეცოპერაცია-FBI-ს ექსპერტები საქართველოში ჩამოვიდნენ-იან კელი