საგანგებო ბრიფინგი გაიმართა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ ცენტრალურ ოფისში

საგანგებო ბრიფინგი გაიმართა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ ცენტრალურ ოფისშისაგანგებო ბრიფინგი გაიმართა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ ცენტრალურ ოფისში. თემა სააფთიაქო ნარკომანია იყო. ირაკლი ღლონტმა ჟურნალისტებს სკანდალური ვიდეო ჩანაწერები აჩვენა. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ ყიდულობენ ახალგაზრდა მამაკაცები აფთიაქებში ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ურეცეპტოდ.

რეფორმატორების ლიდერმა დღესვე მედიის თანდასწრებით გადასცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეძენილი ფსიქოტროპული მედიკამენტები, რომელებიც პარტიის იურისტების შეფასებით წარმოადგენს კოდეინის შემცველ ნივთიერებას და არის ნარკოტიკული საშუალება. მედიკამენტი, რომელიც პოლიციას გადაეცა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით შეტანილია იმ პროდუქციის ნუსხაში, რომელიც ექვემდებარება სპეციალურ ნუსხას.

”რეფორმატორები” მთავრობისგან კონტროლის დაუყოვნებლივ გამკაცრებას მოითხოვენ და პარლამენტს ახალი საკანონმდებლო წინადადებას სთავაზობენ. „ურეცეპტოდ ვაჭრობა წარმოადგენს კანონის დარღვევას, თუმცა ის იმდენად მომგებიანი ,,ბიზნესია’’ ცალკეული პირებისათვის, რომ მზად არიან დაუფიქრებლად გადაიხადონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ჯარიმა და გააგრძელონ უკანონო საქმიანობა. „რეფორმატორები“ მივმართავთ ხელისუფლებას, რომ ზემოაღნიშნული საკითხის სიმწვავისგან გამომდინარე საქართველოს პარლამენტმა ჩვენი საკანონმდებლო წინადადების შესაბამისად განახორციელოს საჭირო ცვლილებები რეცეპტის გარეშე მედიკამენტებით ვაჭრობის წინააღმდეგ და მიგვაჩნია, რომ სანქცია უნდა იყოს არსებითად მკაცრი და დარღვევის ხელმეორედ განხორციელების შემთხვევაში დადგეს მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.“ – აცხადებს ირაკლი ღლონტი.

პარტია ,,რეფორმატორები’’ საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს პარლამენტს უახლოეს დღეებში მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიკრემლის თქმით, სიკვდილით დასჯის შემოღება “ჯერ ადრეა”
შემდეგი სტატიასაფრანგეთი: გაეროს უშიშროების საბჭომ ქვეყნები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა გაართიანოს