საგანელიძე ჩინელებისთვის მიწის გადაცემას ითხოვს

დავით საგანელიძის განცხადებით, ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მომდევნო 12 წლის განმავლობაში 500 მილიონიანი ჩინური ინვესტიცია იგეგმება.

„ქართული ჩაი ყველაზე მაღალ საფასო სეგმენტში მოხვდა და ჩინური მხარე 500 მილიონი დოლარის ინვესტირების გარდა, გეგმავს წარმოებული ჩაი თავადვე შეიძინოს”, – განაცხადა საგანელიძემ.

საგანელიძის თქმით, საპარტნიორო ფონდი სახელმწიფო სტრუქტურებისგან გარკვეულ გარანტიებს ითხოვს:

„შეიძლება, ეს პროექტი დაიწყოს, თანხა გამოიყოს და სანამ ოთხი-ხუთი წელი გავა, ტერიტორია გასხვისდეს ან სხვა კულტურა გააშენონ და პროექტი შინაარსობრივად დაიშალოს. ამიტომ ვითხოვთ, რომ ეს ტერიტორიები გარანტირებულად ამ პროექტისთვის გამოიყოს, ჩვენ ვითხოვთ, რომ 49 წლით, სახელმწიფომ ჩაის კულტურისთვის 12 ათასი ჰექტარი გამოყოს ჩინელებისთვის “, – განაცხადა საგანელიძემ და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ტერიტორია საპარტნიორო ფონდს გადაეცეს.

წყარო: რეზონანსი

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი გაუქმდა
შემდეგი სტატიათურქების სპეცოპერაცია საქართველოში-იცოდა თუ არა ხელისუფლებამ?