საგამოძიებო ჟურნალისტიკა: პენტაგონმა “ალ-ქაიდას” ფეიკი ვიდეო დაამზადა

14543599_1124039217632756_1914186683_nაშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ ბრიტანულ პიარკომპანიას 500 მილიონი დოლარი გადაუხადა ერაყში “ალ-ქაიდას” წინააღმდეგ პროპაგანდისტულ კამპანიაში. კერძოდ, პიარის სპეციალისტებმა დაჯგუფების სახელით ყალბი ვიდეო დაამზადეს – ვიდეორგოლი, თითქოსდა, დაჯგუფების საქმიანობას რეკლამირებდა -ამის შესახებ ინფორმაციას დღეს, 2 ოქტომბერს, ჟურნალიტური საგამოძიებო ბიუროს ლონდონის წარმომადგენლობის მონაცემებზე დაყრდნობით The Daily Beast-ი ავრცელებს.
რეპორტიორების ინფორმაციით, პენტაგონის შეკვეთა კომპანია Bell Pottinger-მა შეასრულა. კომპანიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ფალსიფიცირებული ვიდეოს დასამზადებლად, მათ “ალ-ქაიდას” უკვე გამოქვეყნებული ვიდეოები გამოიყენეს. მზა მასალა კი, ფაილების იმავე ფორმატში გადაიყვანეს, რასაც ტერორისტული დაჯგუფება იყენებს.
ამერიკელი სამხედროები, დისკს, რომელზეც ვიდეო იყო , სამხედრო გადაწერილი, დავალებისას თან ატარებდნენ და საომარი მოქმედებებისას ან შემდეგ სახლებში ტოვებდნენ -წერს გამოცემა.

banner
წინა სტატიაშიდრეზდენში პოლიციის სამ მანქანას ცეცხლი წაუკიდეს
შემდეგი სტატიასირიის არმია ალეპოში თავდასხმაზე გადავიდა