საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სამ რეგიონში – ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და აჭარაში, პირთა ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში – 3 970 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემატურად ახორციელებს

banner
წინა სტატიაშიხელფასებზე მაღალი ყოველთვიური დანამატები კრიზისების მართვის საბჭოში
შემდეგი სტატიარა კავშირი ჰქონდა მილიციასა და ჩეჩნებთან?!- სკანდალური ინტერვიუ ვანიჩკასთან